25 მარტს სიქა-ს ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.ბოგვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ორგანიზაციასთან "ეკოხედვა" ითანამშრომლეს.
მოსწავლეები ორგანიზაციის ოფისს ესტუმრნენ და ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნინო სულხანიშვილს და პროექტების კოორდინატორებს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ ორგანიზაციის მუშაობის თემატიკას და მიმდინარე პროექტებს.
საილუსტრაციო მასალების გამოყენებით ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ნარჩენისა და ნაგვის განსხვავებაზე, რესურსების დაზოგვის მნიშვნელობასა და გარემოს დაბინძურების საფრთხეების შესახებ. ახალგაზრდები გაეცვნენ მზის ენერგიაზე მომუშავე ხელსაწყოებს..
შეხვედრის ბოლოს მინი ვიქტორინა გაიმართა, მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაციიდან უპასუხეს კითხვებს. რამოდენიმე მოსწავლე ორგანიზაციის მაისურით დაჯილდოვდა, თითოეულმა მონაწილემ კი ილუსტრირებული საკითხავი მასალები მიიღო.
მოსწავლეებისთვის შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაგეგმეს აქტივობები, რომლებსაც სკოლაში განახორციელებენ: სკოლაში დაიწყებენ მაკულატურის შეგროვებას, მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას რესურსების შემცირების მნიშვნელობაზე, მოაწყობენ აქციებს, რომლის ფარგლებშიც თემს გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ, გამოიკვლევენ სოფელში არსებული ნაგავსაყრელის საკითხს.
მოსწავლეებმა ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
No comments:
Post a Comment