Monday, September 23, 2013

სიქა გიწვევთ ღონისძიებაზე "მსოფლიო გულის დღე"


28 სექტემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან (სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა), ქართველ. ევროპელ EVS და ამერიკელ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებთან ერთად, პირველად ქ. რუსთავში ორგანიზებას უკეთებს „მსოფლიო გულის დღეს“.
აქციას მხარს უჭერს ქ. რუსთავის მერია.
აქცია ეძღვნება მათ, ვინც მიუხედავად ასაკისა თავს ახალგაზრდად გრძნობს, მათ ვინც აღიარებს ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობას, ამავდროულად სურს გამოცადოს საკუთარი შესაძლებლობები და გამძლეობა.
აქციაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ მობრძანდეთ 28 სექტემბერს 9 საათზე რეგისტრაციისათვის ქ. რუსთავის შემოსასვლელში. მარათონი დაიწყება 10 საათზე და დასრულდება ქ. რუსთავის მერიის წინ მოედანზე.
გაიმართება მარათონი 5 კმ-იან დისტანციაზე შემდეგ სახეობებში :
სირბილი, ველორბოლა, სკეიტ რბოლა, როლერებით რბოლა.

მარათონის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მერიის წინ გამართულ სხვადასხვა აქტივობებში.

მარათონის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.
მარათონის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დაგვიკავშირდით: სიქა, ქ.რუსთავი, შარტავას #4, ტელ: 341 223133

No comments:

Post a Comment