21 სექტემბერს, სამოქალაქო განათლებისა
და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლში პროგრამის პარტნიორი
ორგანიზაცია სიქა-ს ინიციატივით, რეგიონის
სხვადასხვა მუნიციპალიტეტების 17 კლუბის 50-მდე მონაწილე (მოსწავლე
და პედაგოგი), ესტუმრა საბჭოთა ოკუპაციის
მუზეუმს. კლუბების წევრებმა ასევე დაათვალიერეს
საქართველოს ეროვნული საგანძურისა და იარაღის გამოფენებიც.
ვიზიტმა ძალიან
ინფორმაციულად და ნაყოფიერად ჩაიარა, მონაწილეები
დეტალურად გაეცნენ საბჭოთა ოკუპაციის თემას. გიდის მეშვეობით კლუბების წევრებმა მოისმინეს რუსეთის მიერ საქართველოს
3-ჯერ ოკუპაციის ისტორია და კონკრეტული ადამიანების საბედისწერო ისტორიებიც.
ოკუპაციის მუზეუმის
შემდეგ კლუბების წევრებმა მოინახულეს საგანძურისა
და იარაღის გამოფენებიც, სადაც იშვიათი ექსპონატებია თავმოყრილი, რომლებიც ნათელს
ჰფენს საქართველოს უძველეს კულტურულ ისტორიას.
ვიზიტორი სამოქალაქო
კლუბები იყვნენ : ვახტანგისის #1, გარდაბნის#1, თეთრიწყაროს #1 და #2, ასურეთის, კოდის,
კუმისის, მარტყოფის #2, მანგლისის, რუსთავის #1, #2, #10, #12, #15, #17, #24, #28 საჯარო
სკოლებიდან.
No comments:
Post a Comment