25 ნოემბერს სიქა-ს ორგანიზებით, გაიმართა პროექტის "მეგობრული გზები" პრეზენტაცია. პრეზენტაციას უძღვებოდა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია. პროექტი „მეგობრული გზები“ ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
2012 წელს საქართველოში 605 ადამიანი დაიღუპა და 7734 ათასი ადიამიანი დაშავდა საქართველოს გზებზე ავტო ავარიის შედეგად, რაც არის ახალგაზრდა ადამიანების გარდაცვალების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.
რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა უკვე არაერთი ღონისძიება გამართეს გზებზე უსაფრთხო გადაადგილების თემაზე. მოსწავლეთა თხოვნის საფუძველზე ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" რუსთაველ აქტიურ ახალგაზრდებს შესთავაზა გზებზე უსაფრთხო მოძრაობის შესახებ ტრენინგის გავლა, რის შემდეგაც ისინი შეძლებენ თანატოლებისა და თემის წევრებისათვის ჩაატარონ სემინარები აღნიშნულ თემაზე.

No comments:
Post a Comment