Wednesday, November 20, 2013

სიქა-ს კონფერენცია თემაზე მცირე საგრანტო პროექტების გავლენა ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების გაზრდაზე


2013 წლის 18 ნოემბერს სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცის ორგანიზებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დარბაზში მოეწყო კონფერენცია, რომლის თემა გახლდათ მცირე საგრანტო პროექტების გავლენა ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების გაზრდაზე.
სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მიერ 2013 წლის მაის-ივნისში ჩატარდა კვლევა რათა დადგენილიყო, თუ როგორ იცვლება საკვანძო კომპეტენციები, კერძოდ ინიციატივისა და მეწარმეობის კომპეტენცია ახალგაზრდებში (18 წლის ზევით), მცირე საგრანტო პროექტების მმართველ ჯგუფში მონაწილეობის შემდეგ. კვლევის ერთ-ერთ მიზანს ასევე წარმოადგენდა იმის განსაზღვრა, როგორ ვითარდება ახალგაზრდა მას შემდეგ, რაც ის იწყებს მცირე საგრანტო პროექტებში მონაწილეობას და რამდენად გააზრებული აქვთ ახალგაზრდებს პროექტების არსი და გავლენა.
კონფერენციაზე კვლევის პროექტზე მომუშავე გუნდმა ილია სახელობის უნივერისტეტის დოქტორანტ პავლე თვალიაშვილის ხელმძღვანელობით, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ, გააცნო კვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც განხილვისათვის გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. 
საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International-ის წარმომადგენელმა ნანა ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებმა მიიღონ საგრანტო პროექტების გამოცდილება, მცირე პროექტების გრანტების გაცემა ხდებოდეს ადგილობრივად, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების დონეზე. 
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენელმა მარიამ ქობალიამ აღნიშნა, რომ მსგავს კვლევებს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ფონდების სტრატეგიის შემუშავებისას, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიც ასევე აწარმოებს მსგავს კვლევას საგრანტო პროექტების გავლენის შესახებ ახალგაზრდებში კომპეტენციების ამაღლებაზე და ეთანხმება შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომ უფრო ეფექტური იქნება თუკი ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე მოხდება მცირე მცირე გრანტების გაცემა ახალგაზრდებისათვის. 
კონფერენციაზე დამსწრე ახალგაზრდებმა, რომელთაც ასევე აქვთ საგრანტო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება, პირადად ისაუბრეს პროექტების მართვის შედეგად მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე, მის გავლენაზე მათ შემდგომ კარიერულ წინსვლაზე.
კვლევა ჩატადა პროექტის "პროგრამა არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესებისთვის " - ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია ესექსის უნივერსიტეტი, ტომსონ როიტერის ფონდი და საია.

No comments:

Post a Comment