8 ნოემბერს ბოლნისის #1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში სიქას ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „როგორ დავგეგმოთ სამოქალაქო აქტივობა“.
ტრენინგს ესწრებოდა ბოლნისის #1, #5 და რატევანის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 28 წევრი.
ტრენინგის მიზანი იყო, მოსწავლეებს მიეღოთ ინფორმაცია ღონისძიების დაგეგმვის, მომზადების, წარდგენის და შეფასების ეტაპებზე.
ინფორმაციული ნაწილის გაცნობის შემდეგ მონაწილეებმა დაგეგმეს 3 ღონისძიება, რომელსაც დეკემბრის ბოლომდე ჩაატარებენ. თითო სკოლამ დაგეგმა თითო ღონისძიება:
- ბოლნისის #1 საჯარო სკოლა - ღონისძიების თემა: ტოლერანტობა (16 ნოემბერი);
- რატევანის საჯარო სკოლა - ღონისძიების თემა: აივ–შიდსი (1 დეკემბერი);
- ბოლნისის #5 საჯარო სკოლა - ღონისძიების თემა: ტრეფიკინგი (2 დეკემბერი);
ტრენინგი ჩატარდა "სამოქალაქო განატლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში
No comments:
Post a Comment