ორშაბათს, 18 ნოემბერს 17:30 სთ-ზე სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ორგანიზებას უკეთებს კონფერენციას, რომლის თემაა მცირე საგრანტო პროექტების გავლენა ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების გაზრდაზე.
კონფერენცია მოეწყობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში.
კონფერენცია მოეწყობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში.
სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მიერ 2013 წლის მაის-ივნისში ჩატარდა კვლევა, რათა დაგვედგინა, როგორ იცვლება საკვანძო კომპეტენციები, კერძოდ ინიციატივისა და მეწარმეობის კომპეტენცია ახალგაზრდებში (18 წლის ზევით), მცირე საგრანტო პროექტების მმართველ ჯგუფში მონაწილეობის შემდეგ. ასევე გაგვეგო, როგორ ვითარდება ახალგაზრდა მას შემდეგ, რაც ის იწყებს მცირე საგრანტო პროექტებში მონაწილეობას და რამდენად გააზრებული აქვთ ახალგაზრდებს პროექტების არსი და გავლენა.
კვლევა ჩატადა პროექტის "პროგრამა არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესებისთვის " - ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია ესექსის უნივერსიტეტი, ტომსონ როიტერის ფონდი და საია.
კონფერენციაზე განხილული იქნება კვლევის შედეგებზე გაკეთებული დასკვნები, რომლებიც უახლოეს მომავალში რეკომენდაციის სახით გადაეცემა პარლამენტს.

No comments:
Post a Comment