17 ნოემბერს,
სიქა-ს ორგანიზებით, რუსთავის შვიდი სამოქალაქო კლუბის 30-მა წევრმა ავტო-კატასტროფებში
დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
ღონისძიება ორ ნაწილისაგან შედგებოდა, პირველ ნაწილში ქ. რუსთავის #26 და #2 საჯარო სკოლების
სამოქალაქო კლუბების წევრებმა აუდიტორიისთვის
წარადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები.
რუსთავის #26 სკოლის კლუბის წევრებმა აუდიტორიას წარუდგინეს მათ მიერ მოპოვებული
ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები ავტო საგზაო შემთხვევების შესახებ. წარმოდგენილი
იყო მთავარი გზავნილები, რომელთა გათვალისწინებითაც
შესაძლებელია მსგავი შემთხვევების თავიდან აცილება. ასევე ნაჩვენები იქნა მოსწავლეების
მიერ მომზადებული ვიდეო, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები უხეშად არღვევენ გზაზე გადასვლის
წესებს. მაშინ როდესაც ქალაქში არის ე.წ. ზებრა გადასასვლელები, ღილაკიანი შუქნიშანი
და დაჯარიმების საშიშროებაც.
ქ. რუსთავის #2 საჯარო სკოლის კლუბის წევრებმა აჩვენეს ასევე მათ მიერ მომზადებული ორი ვიდეო, პირველი ეხებოდა მოტოციკლეტით მგზავრობისას ავარიის მაღალ რისკებს.
ნაჩვენები იყო ბოლო თვეებში მომხდარი უბედური
შემთხვევები, ხოლო მეორე ვიდეო ასახავდა მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვას.
ღონისძიების მეორე
ნაწილში, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა
საინფორმაციო პლაკატებით მოეწყვეს ქუჩაში
მსვლელობა. ღონისძიების მონაწილე თემის წევრებმა აღნიშნეს, რომ ძალიან დროული და აქტუალურია,
ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, მოსახლეობას შევახსენოთ საგზაო
შემთხვევების რისკების შესახებ, მოვუწოდოთ მოქალაქეებს დაიცვან მეტი სიფრთხილე გზებზე
ქვეითად თუ ავტომანქანით მოძრაობის დროს. მოსწავლეებმა
თემში ასევე გაავრცელეს მოძრაობა „საჭესთან ფხიზლად“ მიერ მომზადებული სტიკერები.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების
მსხვერპლთა საერთაშორისო
დღე 2005 წლიდან
აღინიშნება. 2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და შესთავაზა გაეროს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას,
რომ ყოველწლიურად
ნოემბრის მესამე
კვირას პატივი
მიაგონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების
მსხვერპლთა ხსოვნას
და უთანაგრძნონ
მათ ოჯახებს.
ქ.
რუსთავში ორგანიზებულ ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით
იყვნენ ჩართულები ქალაქის რუსთავის #1, #2, #9, #11,#20, #21 და #26 საჯარო სკოლების
სამოქალაქო კლუბების წევრები.
No comments:
Post a Comment