11 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "აქტიურები" მოწვეული სტუმრების წინაშე კლუბის მუშაობის ამსახველი შემაჯამებელი ღონისძიებით წარსდგა. სამოქალაქო კლუბი სიქა-ს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" ფარგლებში შეიქმნა და არსებობის 2 წლის განმავლობაში მრავალი საინტერესო აქტივობა განახორციელა. შეხვედრას სიქა-ს წარმომადგენლები და აღმამედლოს ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა კლუბის მეურვის ელისო პაპასქუას ლიდერობით საინტერესო პროექტი განახორციელეს სოფელში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების კუთხით. აღმამედლოს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა ქ-მა ფლორა აივაზოვამ მოიწონა ახალგაზრდების ინიციატივა და თანამშრომლობა აღუთქვა მათ სოფ. აღმამედლოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების კუთხით.
No comments:
Post a Comment