26 ივლისს დაიწყო სიქა-ს მიერ ორგანიზებული "სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2013-"ის მესამე ნაკადი. ბანაკი იმართება "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAID დაფინანსებით PH-International ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების ბანაკს სიქა უკვე მერვედ აწყობს, ბანაკის ყველა ნაკადის მონაწილეთა რიცხვმა უკვე 700-ს გადააჭარბა.
18-23 ივლისს სიქა-ს ორგანიზებით სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკის მეორე ნაკადი მოეწყო. ბანაკში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს 11 რეგიონიდან - სულ 91 მონაწილე. ბანაკში მონაწილეები შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს - გადაცემა ეტალონის წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს, კალათბურთელ ანატოლი ბოისასა და მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს. სტუმრებმა ისაუბრეს განათლებისა და სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის როლზე სათემო პრობლემების მოგვარებაში.
სამოქალაქო განათლების ბანაკი პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია იმართება.
სამოქალაქო განათლების ბანაკი პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია იმართება.
No comments:
Post a Comment