Saturday, August 19, 2023

სკოლა-ბიზნეს ფორუმი 2023

 

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, 21 აპრილს, რუსთავში გაიმართა სკოლა - ბიზნესის ფორუმი, რომელზეც ქვემო ქართლის სკოლებმა წარმოადგინეს პროექტები. კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ უფროსკლასელ მოსწავლეებს და მათ მიერ შექმნილი 14 პროექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამ დღისათვის მოსწავლეებმა არაერთი ინიციატივა მოამზადეს, რომელიც ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათ წინაშე არსებული საჭიროებების გადაჭრას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის აზოტი ინდორმას გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ ისაუბრა კომპანიის კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე, „ლილო მოლის“ შვილობილი კომპანია „L TV-ის“ დირექტორმა ქეთი ქავთარაძემ დამსწრეებს გააცნო „ლილო მოლის“ თანამშრომლობა თაობა ზეტთან, შპს კუმისის დირექტორმა გოგი მაისურაძემ წარმოადგინა კუმისი, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი. სკოლა-ბიზნესის ფორუმში მონაწილეობით კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მეტი გაიგეს ახალგაზრდების საჭიროებებისა და იდეების შესახებ. თუ ბიზნესისა და სკოლის ინტერესები გადაიკვეთა, შესაძლებელი გახდება სკოლასა და კომპანიას შორის პარტნიორული პროექტის შემუშავება. ამ შემთხვევაში, კერძო სექტორი მოსწავლეებსა და სკოლას კონკრეტული საჭიროების მოგვარებაში დაეხმარება. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.


No comments:

Post a Comment