ა/წ 30 სექტემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბოლნისის, გარდაბნისა და მარნეულის სასკოლო
სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის მოეწყო სემინარი „საჭესთან ფხიზლად“. სემინარს უძღვებოდა
ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელი მაია ქობალია.
სემინარის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების
ამაღლება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და
ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევევების შემცირება.
შეხვედრის მონაწილეებმა
ინფორმაცია მიიღეს მძღოლის ნასვამობის მიზეზით ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური
მონაცემების შესახებ. წარმოდგენილი იქნა საგზაო
უსაფრთხების თემატიკის პრეზენტაცია და საინფორმაციო მასალები (ალკოსათვალეები, მაისურები,
სამანქანო სტიკერები). მოსწავლეები დაინტერესდნენ ალკოსათვალეებით და თითქმის ყველა
მონაწილემ მოისინჯა. ნაჩვენები იქნა საგზაო უსაფრთხოების თემატიკის რამოდენიმე საინფორმაციო
ხასიათის ვიდეო. სემინარი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებს შორის მცირე დისკუსიაც
გაიმართა თემაზე: რა პრევენციული ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ ავტო საგზაო შემთხვევის
თავიდან აცილების მიზნით. ქ-ნ მაიას მიერ სემინარის თემატიკასთან დაკავშირებულ დასმულ
კითხვებზე სწორი პასუხებისათვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო მაისურებით, ჩანთებითა
და სტიკერებით.
სემინარის მონაწილეებს
დაურიგდათ სამახსოვრო სამკერდე ნიშნები.
სემინარს ესწრებოდნენ
მარნეულის #3, #5, კაზრეთის #1, #2, ბოლნისის #1, #5, რატევანის, კუმისისა და კოდის
სასკოლო სამოქალაქო კლუბების მეურვეები და წევრები, სულ 55მონაწილე. შეხვედრა გაიმართა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAID დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
No comments:
Post a Comment