2013 წლის 4 ოქტომბერს, სიქა-მ ცხოველთა მსოფლიო დღე მასშტაბური აქციით აღნიშნა.
რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების
აქტიური ჩართულობით მოეწყო აქცია, რომელსაც შეუერთდა ცხოველთა დაცვის რუსთავის ორგანიზაცია.
მოსწავლეებმა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის დამფუძნებელთან და წევრებთან ერთად განიხილეს ცხოველთა უფლებები და იმსჯელეს ადამიანის
ვალდებულებებზე, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ცხოველებს.
აქციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ამერიკელი მშვიდობის კორპუსის მოხალისეები.
აქციის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის
წევრებმა ცხოველთა დაცვის თემაზე მოამზადეს პოსტერები და მოეწყვეს გამოფენა-კონკურსი. დამთვალიერებელს საშუალება ქონდა ფარულ
კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა და ხმა მიეცა მისთვის სასურველი პოსტერისთვის. მნახველთა
რჩეული პოსტერის ავტორი, მარი ყოლბაია, სერთიფიკატითა და სამახსოვრო პრიზით დაჯილდოვდა.
აქციის მიზანი იყო მოსახლეობის ყურადღების გამახვილება ადამიანის ოთხფეხა მეგობრების უფლებების დაცვაზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე ცხოველების მიმართ, ქალაქში მაწანწალა ცხოველების მომრავლებაში მოსახლეობის როლზე.
1931 წლის 4 ოქტომბერს იტალიაში , ქ. ფლორენციაში, ეკოლოგისიტების ინიციატივით პირველად აღნიშნეს ცხოველთა მსოფლიო დღე, მას შემდეგ ის საერთაშორისო დღედ იქცა და ყოველწლიურად მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
1931 წლის 4 ოქტომბერს იტალიაში , ქ. ფლორენციაში, ეკოლოგისიტების ინიციატივით პირველად აღნიშნეს ცხოველთა მსოფლიო დღე, მას შემდეგ ის საერთაშორისო დღედ იქცა და ყოველწლიურად მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
სიქა და სამოქალაქო კლუბის წევრები
ცხოველთა დაცვის თემაზე ფართო კამპანიის გამართვას გეგმავენ.
No comments:
Post a Comment