22 ოქტომბერს სიქას რუმინელმა მოხალისემ, რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის ჩაატარა სემინარი FIRST AID, სადაც მან მოკლედ განიხილა პირველადი სამედიცინო დახმარების ძირითადი მეთოდები, თემები. მოხალისე სამოქალაქო კლუბების წევრებს ესაუბრა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოტეხილობისას, კანის ზედაპირის დაზიანებისას, გულის წასვლისას და შოკური მდგომარეობისას, მოხალისემ ასევე განიხილა გულის შეტევა და ეპილეფსია, გამოკვეთა ამ დაავადებათა ძირითადი სიმპტომები და ამ დაავადების მქონე ადამიანისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევის მეთოდები.
სემინარი საინტერესო გამოვიდა, იყო საკმაოდ ინტერაქტიული და თემატური სავარჯიშოებით დატვირთული. სემინარის დასრულების შემდგომ მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. მოხალისემ მათ შესთავაზა როლური თამაში და თავად მონაწილეებმა თავიანთი სურვილისამებრ გაუწიეს ერთმანეთს პირველადი სამედიცინო დახმარება.

No comments:
Post a Comment