„სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციი“–სა და „განათლების და მართვის გუნდი“–ს ახალგაზრდა ტრენერებმა ანი ციცქიშვილმა და თეონა ბუაძემ, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით, ქ. სამტრედიის #15 საჯარო სკოლა–პანსიონის რთული (ასოციალური) ქცევის მქონე მოსწავლეებისთვის დაბა ურეკში ორგანიზებულ ბანაკში, ტრენინგები ჩაუტარეს ბანაკის ბენეფიციარებს. ტრენინგის თემები გახლდათ: ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, სტერეოტიპები, ტოლერანტობა, პრობლემის განსაზღვრა და გადაჭრის გზები. ამ თემებზე მუშაობა მიმდინარეობდა სავარჯიშოების, ვიდეორგოლების ჩვენების და განხილვის, ქეისების განხილვის და მცირე სემინარების სახით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგების მიმდინარეობაში. ისინი ხალისით ასრულებდნენ სხვადასხვა დავალებას და ახდენდნენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას.
ბანაკი განხორციელდა 02.08.2013 – 06.08.2013 პერიოდში.

No comments:
Post a Comment