26 ნოემბერს, სიქას წარმომადგენლებმა პროგრამის "მომავლის თაობა" სამიზნე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
კალინინოს, ნაზარლოსა და გარდაბნის #4 სკოლებში, ქვემო ქართლში პროგრამის მენეჯერი და კოორდინატორები, შეხვდნენ სკოლის დირექტორებს, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებსა და მე-9-მე-10 კლასის მოსწავლეებს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროგრამის დანიშნულება, მიზანი და მუშაობის პრინციპები. სკოლებში უკვე გამოთქვეს სურვილი სამოქალაქო კლუბების ჩამოყალიბების და მოსწავლეებმა 1 დეკემბრის, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, აღნიშვნაზეც დაიწყეს ფიქრი.
ორგანიზაცია აღნიშნულ სკოლებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარებასაც გეგმავს.
პროგრამას "მომავლის თაობა" ახორციელებს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
No comments:
Post a Comment