სიქა-ს გერმანელი და პოლონელი მოხალისეების ორგანიზებით, 18 აპრილს გაიმართა გარემოსდაცვითი დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, აქცია 11:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდა. სიქა-ში მოეწყო პრეზენტაციები გარემოსდაცვითსა და მდგრადი განვითარების თემაზე, დასუფთავდა ქ. რუსთავში ტაშკენტის ქუჩა და მე-7 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავებისას ნაპოვნი სხვადასხვა ნარჩენებისაგან უცხოელმა მოხალისეებმა ქართველ ახალგაზრდებს შეასწავლეს ხელნაკეთი ნივთების დამზადება. აქციის მიზანი იყო მონაწილეებში ეკოლოგიური სისუფთავის შენარჩუნების უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა, გლობალური დათბობის ხელისშემწყობი და შემაკავებელი პირობების გამოვლენა, ანალიზი თუ რა გავლენას ვახდენთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით გარემოზე.
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნაში აქტიურად ჩაერთვნენ რუსთაველი ახალგაზრდები. გარემოსდაცვა სიქას აქტივობების ერთ-ერთი მთავარი თემაა.
No comments:
Post a Comment