Friday, October 9, 2015

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში

9 ოქტომბერს სიქას ორგანიზებით მარნეულის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელებისა და სოფელ კაჩაგანის, ილმაზლოსა და ყულარის სამოქალაქო კლუბების შეხვედრა. მარნეულის გამგებლის მოადგილემა ზაურ ტაბატაძემ და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტმა გიორგი ბერიძემ მოსწავლეებს გააცნეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები. სამოქალაქო კლუბების წევრებმა გამგეობის წარმომადგენლებს გაუზიარეს სოფლებში მათ მიერ გამოკვლეული პრობლემები: - ილმაზლოს მოსწავლეებმა ისაუბრეს სოფელში შიდა გზებისა და გაზიფიცირების პრობლემაზე, ყულარში სკოლასთან და ცენტრალურ გზაზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერების საჭიროებაზე, კაჩაგანის მოსწავლეებმა ისაუბრეს სოფლებში ახალგაზრდული ცენტრებისა და სპორტული მოედნების მოწყობის აუცილებლობაზე. ადმინისტრაციის წარმოადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად დასახეს ამ პრობლემებზე სამუშაოდ შემდგომი სტრატეგია.
შეხვედრა მოეწყო სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. პროგრამას USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს  PH International, სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment