Friday, June 24, 2016

პროგრამის წლიური შემაჯამებელი ღონისძიება ბოლნისში


2016 წლის 21 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, სიქა-ს ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" 2015-2016 აკადემიური წლის მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას დაესწრნენ მოსწავლეები და პედაგოგები ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სამიზნე სკოლებიდან.
მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობები, მიღწეული წარმატებები და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით მოგვარებული სათემო პრობლემები. 
წარმატებულ სკოლებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო პრიზები. დაჯილდოვდნენ პროგრამის „მომავლის თაობა“ ორგანიზატორის PH International -ის მიერ გამოცხადებული ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები და პედაგოგები. სოციალური მედიის კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ PH International -ის მიერ დაწესებული პრიზები.

პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment