Monday, October 3, 2016

U18 - ახალგაზრდული არჩევნები 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის - პირველად საქართველოში

სიქა- საგანმანათებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ქ.ბერლინში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის „გერმანულ-რუსული გაცვლა“-სთან ერთად, რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს "We Can Do More! - The Development of civic activity of youth in the regions of Ukraine, Georgia". პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონში მოეწყო იმიტირებული არჩევნები, სადაც ახალგაზრდებმა საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განხილვის საფუძველზე გააკეთეს არჩევანი. 1 ოქტომბერს ორგანიზებულ იმიტირებულ არჩევნებს აკვირდებოდა გერმანელი ექსპერტი რომან ელსნერი, რომელიც გაეცნო პროექტის მიმდინარეობას, სხვადასხვა რეგიონში შეხვდა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სკოლების წარმომადგენლებს, გაესაუბრა პროექტში მონაწილე ბავშვებს. ახალგაზრდული იმიტირებული არჩევნები საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება მიმდინარე კვირის განმავლობაში. გერმანელი ექსპერტი ასევე შეხვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო განათლების ექსპერტს ბ-ნ ნიკო სილაგაძეს, რომელმაც მოიწონა და მხარი დაუჭირა სამოქალაქო განათლების კუთხით წარმოდგენილ ახალგაზრდულ პროექტს.

No comments:

Post a Comment