Tuesday, September 12, 2017

Step Forward - პრაქტიკული ინგლისურის კურსი სიქა-ში სპეციალურ ფასად რუსთაველებისთვის

Step Forward - პრაქტიკული ინგლისურის კურსი მათთვის, ვისაც საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა სურთ.
კურსს რუთავში ადმინისტრირებას უწევს სიქა.  სწავლა მთლიანად დამყარებული იქნება პრაქტიკულ მეცადინეობაზე, რაც გულისხმობს არაფორმალური მეთოდებით სწავლას “Learning by doing”. შემუშავებულია EMT განათლებისა და მართვის გუნდში  და ეფუძნება CISV და Erasmus+ აქტივობებს. კურსს წარუძღვებიან ქართველი ლიდერები, რომლებსაც არაერთ საერთაშორისო პროექტში აქვთ მიღებული მონაწილეობა. პერიოდულად გვეყოლება უცხოელი მოწვეული სტუმრები.
თითოეული მეცადინეობა დაეთმობა კონკრეტულ თემას ან სიტუაციას, რომლის ფარგლებშიც გვექნება სიმულაციები, როლური თამაშები, დისკუსიები და სხვა. რა თქმა უნდა ყველაფერი ინგლისურ ენაზე. საწყის ეტაპზე შესაძლებელი იქნება „თარგმნის შესვენებების“ გამოყენება.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, სურვილის შემთხვევაში ჯგუფთან მუშაობა გაგრძელდება 2018 წლის ზაფხულამდე.
ასაკობრივი ჯგუფი: 10-13 წელი
ჩატარების დრო: კვირა, 10:00-13:00 სთ.
კურსის ღირებულება რუსთავში: 49 ლარი თვეში.
გაიცემა სერტიფიკატი
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: http://webanketa.com/forms/68s36dsn60qkcdk56rv6ce9k/
რეგისტრაცია გაგრძელდება 13 ოქტომბრამდე. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს მითითებულ ნომერზე დაუკავშირდება სიქა-ს წარმომადგენელი.
კურსი დაიწყება 15 ოქტომბრიდან.

იმის გადასამოწმებლად, რომ ნამდვილად მივიღეთ თქვენი განაცხადი, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ნომერზე : 599433848 - ეთო

No comments:

Post a Comment