Thursday, February 14, 2019

პროგრამა „მომავლის თაობის“ შემაჯამებელი ღონისძება ქვემო ქართლში


14 თებერვალს  მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეაჯამეს  ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი სკოლების მიერ გასულ სემესტრში გაწეული  მუშაობა. სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები ეხებოდა გარემოსდაცვით, არჩევნებისადმი მოქალაქის დამოკიდებულების, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჯანსაღი კვების, სკოლის გარემოს გაუმჯობესების, ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, ადრეული ქორწინების თემებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაწეულ საქმიანობას.
თამუნა ფრუიძემ, პროგრამა „მომავლის თაობის“ რეგიონული ქსელების მენეჯერმა და ინგა პაიჭაძემ, სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროგრამის მიმართულებებსა და საქმიანობის შედეგებზე ისაუბრეს.
წარმატებული საკლუბო/საკლასო პროექტების განხორციელებისთვის ტექნიკით დაჯილდოვდნენ ქვემო ქართლის რეგიონის 4 სკოლა და სამოქალაქო განათლების 3 პედაგოგი. ლეპტოპები გადაეცათ წალკის #2, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გათიადის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლებს, ხოლო სამოქალაქო განათლების პედაგოგებს: დიანა აროსიანს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლა, მაკა მოსახლიშვილს, რუსთავის #3 საჯარო სკოლა, და გოჰარ განდილიანს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლა, წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის გადაეცათ პლანშეტები.
ღონისძიებას დაესწრნენ რუსთავის #3, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მარნეულის რესურსცენტრისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლები.
პროგრამას „მომავლის თაობა“ - ის მიზანია, სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესების გზით, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო გააქტიურება.  პროგრამა  საქართველოს 10 რეგიონის 230 სკოლაში ხორცილედება. ქვემო ქართლიდან პროგრამაში ჩართულია 33 სკოლა. პროგრამა „მომავლის თაობას აფინანსებს USAID - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ახორციელებს PH International, მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში.   


No comments:

Post a Comment