202
0 წლის ნოემბერ-დეკემბერში სიქა-ს ორგანიზებით ჩატარდა რობოტიქსისა და სოცილური მეწარმეობის ონლაინ ჰაკათონები. აღნიშნული აქტივობები განხორციელდა პროექტის "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" ფარგლებში. ონლაინ ჰაკათონები მიმდინარეობდა 3 ნაკადად და სულ მონაწილეობა მიიღო 90 მოსწავლემ და 30 ახალგაზრდა ლიდერმა ქალაქ რუსთავიდან. რობოტიქსის ონლაინ ჰაკათონებზე მოსწავლეებმა განახორციელეს mbot-ის პროგრამირება და რობოტის ამოქმედება, ხოლო სოც.მეწარმეობის ჰაკათონებზე გაეცნენ სოც. მეწარმეობის პროექტებს და გუნდებმა შეიმუშავეს სოც.საწარმოს პროექტების იდეები. 2021 წლის 17 იანვარს შედგა ფინალური ონლაინ ჰაკათონი, რომელზეც 3 ნაკადიდან შერჩეულმა 10 გუნდმა სპეციალურ ჟიურს წარმოუდგინა სოციალური საწარმოს პროექტები.
რობოტიქსის ონლაინ ჰაკათონებში გამარჯვებული გუნდის წევრები მიწვეული არიან რობოტიქსის მე-14 საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 8-11 აპრილს თურქეთში. სოციალური საწარმოს პროექტების იდეებით გუნდები ჩაერთვნენ საერთაშორისო კონკურსში "ბრილიანტის გამოწვევა".
პროექტი "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" დაფინანსებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გაცემული გრანტით 2020 წლის საგრანტო კონკურსის (I თემატური მიმართულება: გრძელვადიანი და განმეორებითი შედეგების მომტანი მდგრადი პლატფორმის შექმნა და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებში კომპეტენციების განვითარება) ფარგლებში.
No comments:
Post a Comment