Friday, May 6, 2022

შეხვედრა რუსთავის #15 საჯარო სკოლის სამოქალაქო და ეკო კლუბებთან

6 მაისს სიქას წარმომადგენლები და ევროპელი მოხალისეები ეწვივნენ რუსთავის #15 საჯარო სკოლას. ისინი შეხვდნენ სამოქალაქო და ეკოკლუბის წევრებს, კლუბების მეურვებს, სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და სკოლის ადმინისტრაციას. სიქა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ მათ აუწყა „სამოქალაქო განათლების პროგრამის“ დაწყება და გააცნო პროგრამის მიზნები, განიხილა სამოქალაქო და ეკოკლუბთან სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. სიქას ევროპელმა მოხალისეებმა ისაუბრეს სასკოლო  ეკოლოგიური პროექტების განხორციელებისას მიღებულ საკუთარ გამოცდილებაზე. შეხვედრისას მოეწყო სკოლის ეკოკლუბის პრეზენტაცია. შეხვედრის ბოლოს რუსთავის #15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მე აქტიური მოქალაქის“ წევრებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს კლუბის სამუშაო სივრცე და გააცნეს ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები.


No comments:

Post a Comment