15 მაისს სიქა-მ ორგანიზება გაუკეთა სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრას გადაცემა "რა, სად, როდის" ავტორთან გიორგი მოსიძესთან. ღონისძიება მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის სამიზნე სკოლების 60-ზე მეტი წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. საინტერესო შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ არაერთხელ გააჟღერა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი სწავლით და დაუზარელი შრომით შესაძლებელია საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში, წარმატების მიღწევა საქმიანობებში.
No comments:
Post a Comment