Monday, May 27, 2013

შეხვედრა დათო ტურაშვილთან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 25 მაისს სიქა-მ ორგანიზება გაუწია სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრთა შეხვედრას  მწერალ დათო ტურაშვილთან. შეხვედრა მოწვეულ სტუმართან საინტერესო გამოდგა. მწერალმა ისაუბრა წიგნიერების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, თუ რამდენად აუცილებელია პიროვნების ზრდისთვის წიგნის კითხვა და ამ პროცესის ყოველდღიურ ქცევაში დანერგვა.
ახალგაზრდები დიდი ინტერესით უსვამდნენ შეკითხვებს მწერალს, მისივე შემოქმედებიდან. მწერალი ძალიან უშუალო იყო აუდიტორიის მიმართ. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა შეიძინეს მისი წიგნები და ავტოგრაფებიც მიიღეს საჩუქრად.
შეხვედრის ბოლოს დასმულ შეკითხვაზე: დაესახელებინათ 1 კონკრეტული რამ, რაც ასწავლათ ამ შეხვედრამ, მონაწილეებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
„წიგნისადმი გამიჩინა უფრო მეტი ინტერესი“ - პაატა ცაბუტაშვილი რუსთავის #12 საჯარო სკოლა.
„ვეცადოთ ვიყოთ თავისუფლები და მხოლოდ ამის შემდეგ არ შეგვეშინდება არაფრის, თავისუფლების წყარო კი წიგნი და განათლებაა“ - ანა სანაია რუსთავის #20 საჯარო სკოლა.
„დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ წიგნების კითხვას ადამიანისთვის  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“- ელენე გოგიძე რუსთავის #20 საჯარო სკოლა.

შეხვედრას დაესწრო, ბოლნისის, კაზრეთის და რუსთავის სკოლების 60-მდე მოსწავლე.

No comments:

Post a Comment