29 იანვარს
მარნეულის #6 საჯარო სკოლის გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონში „სამოქალაქო განათლებისა
და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ მიმდინარეობის
შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე განხილული იქნა პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში ბოლო ნახევარი
წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები - სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტივობები, თანამშრომლობა
ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მოსწავლეები ადვოკატირების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილებები,
სტაჟირების პროგრამა, მასშტაბური სათემო აქტივობები, ახალგაზრდულ ფორუმზე შემუშავებული
და წარმატებით განხორციელებული პროექტები და სხვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობების
წარმომადგენლები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების: მარნეულის, რუსთავის, ბოლნისის,
გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების სასკოლო სამოქალქო განათლების კლუბების წევრები, ორგანიზაცია
PH International-ის წარმომადგენლები.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
ყველაზე აქტიურ კლუბებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. შემაჯამებელი ღონისძიების ყველა
მონაწილეს დაურიგდა პროგრამის ფარგლებში დაბეჭდილი პუბლიკაციები: ქვემო ქართლშ პროგრამის
მიმდინარეობის ამსახველი საინფორმაციო ბიულეტინი, მცირე გრანტების ფარგლებში დაბეჭდილი საინფორმაციო
ბროშურები. ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიის საშუალებით.
No comments:
Post a Comment