21 იანვარს 17:00 საათზე სიქა-ს ოფისში ქართველი და ევროპელი მოხალისეების ინიციატივით გაიმართა კინოჩვენება. ნაჩვენები იყო ანიმაციური ფილმი „მონსტრების უნივერსიტეტი“. ფილმის ჩვენებას დაესწრო 15 ადამიანი, მათ შორის ევროპელი მოხალისეები და სიქას სხვადასხვა კლუბში ჩართული მოსწავლეები. ფილმის ჩვენების მიზანი იყო, ახალგაზრდებს განევითარებინათ ინგლისური ენის მოსმენის უნარი. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია ინგლისურ ენაზე. რამაც ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ინგლისური ენის სასაუბრო პრაქტიკის ამაღლებას. „სიქას კინო კლუბი“ გაიმართება ყოველკვირეულად სამშაბათ დღეს.
No comments:
Post a Comment