Thursday, January 1, 2015

სიქა-ს მიერ ორგანიზებული და განხორციელებული ღონისძიებები პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში

26 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები ასოციაცია „ანიკას“ ესტუმრნენ და ცენტრის აღსაზრდელები მოინახულეს. ასოციაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათ მშობლებთან მუშაობს. ბენეფიციარებმა სტუმრებს დღის ცენტრის საქმიანობების შესახებ მოუყვნენ და რამოდენიმე ლექსი და სიმღერაც შეასრულეს. სკოლის მოსწავლეებმა ბენეფიციარებს საახალწლო დეკორატიული მოსართავები გადასცეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბენეფიციარების ფოტოებისა და მათივე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს ფიქრი სამოქალაქო აქტივობებზე, რომლებსაც ცენტრის ახალგაზრდებისთვის განახორციელებენ.
27-28 დეკემბერს სიქა-ი ორგანიზებით ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგები, რომელსაც დაესწრო პროგრამა „მომავლის თაობის“ პარტნიორი ქვემო ქართლის სკოლების 15 მოსწავლე. ტრენინგს უძღვებოდნენ ორგანიზაცია PH International-ის წარმომადგენლები: ინფორმაციისა და სოციალური ქსელების მენეჯერი თამარ გელაშვილი და ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სპეციალისტი ალექსანდრე გონსალესი. ტრენინგის მიზანი იყო სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად სოციალური მედიის პოპულარული პლატფორმების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში. ტრენინგის მონაწილეებმა შექმნეს საკუთარი ბლოგები Wordpress.com-ზე და მასზე მუშოაბის სამოქმედო გეგმა შეადგინეს; გაეცვნენ სამოქალაქო ინიციატივების მხარსასაჭერი ვიდეოადვოკატირების ქართულ და უცხოურ მაგალითებს; Youtube-ზე გახსნეს საკუთარი ანგარიში, შექმნეს საკუთარი ვიდეო არხი და ისწავლეს ვიდეოს ატვირთვა-გაზიარება საკუთარ ბლოგზე; დასასრულს დარეგისტრირდნენ რეგიონულ ქსელში.

27-28 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით პროგრამა „მომავლის თაობის“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის სიქა-ს ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე: ფანდრაიზინგი/ფონდების მოძიება. ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი საქართველოში, ტრენერი, კონსულტანტი განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში პავლე თვალიაშვილი. ტრენინგზე მოსწავლეებმა გაიგეს ფანდრაიზინგის არსი, როგორ უნდა დაგეგმონ და განახორციელონ ფონდების მოძიების აქტივობები, რა უნდა გაითვალისწინონ წარმატებული ფანდრაიზინგისთვის; განახორციელეს შესაბამისი პრაქტიკული დავლებები. ტრენინგ კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტთიფიკატები.

სიქა-მ პროგრამის ფარგლებში დეკემბრის თვეში გამოაცხადა ნახატების კონკურსი შშმ პირთა საკითხებზე. კონკურსის მიზანი იყო აღნიშნული თემატიკის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, კონკურსში მონაწილეობა მიიღო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების სამოქალაქო კლებების 10-მა წევრმა. შემოსული ნამუშევრებიდან ჟიურიმ 2 საუკეთესო გამოავლინა. 30 დეკემბერს კონკურსში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები,ხოლო 2 გამარჯვებულს სიგელებთან ერთად - ფასიანი საჩუქრები.

No comments:

Post a Comment