Sunday, January 25, 2015

ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესზე


22 იანვარს პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში სიქა-ს ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების სამოქალაქო კლუბებისთვის ჩატარდა ტრენინგი ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე. ტრენინგის მთავარი განსახილველი თემები იყო ნარკომანია, თამბაქო, ალკოჰოლი, აივ ვირუსი. ინფორმაციის მიწოდებამდე ტრენერები მოსწავლეებისგან იღებდნენ ინფორმაციას, რა იცოდნენ აღნიშნულ თემებზე. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და იმსჯელეს მავნე ჩვევების გამომწვევ მიზეზებზე, ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარებით მიღებულ შედეგებსა და ზიანზე. მოსწავლეებმა ვრცელი ინფორმაცია მიიღეს აივ ვირუსის შესახებ, მისი გადადებისა და თავის დაცვის საშუალებებზე. ტრენინგის დასრულების შემდეგ, რამოდენიმე მოსწავლემ სურვილი გამოთქვა ტრენინგზე მიღებული ცოდნა საკუთარ სკოლაში სხვა მოსწავლეებსაც გაუზიაროს. ტრენერები მოსწავლეებს დახმარებას დაპირდნენ და მოსწავლეებთან შეხვედრის ჩასატარებლად საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.
ტრენინგს დაესწრნენ კალინინოს, ნაზარლოს და გარდაბნის #4 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების 18 მოსწავლე და 3 მასწავლებელი.

No comments:

Post a Comment