2015 წლის 30 იანვარს პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში, სიქა - საგანმანათლებლო ინიციცატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის პარტნიორი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 14 სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა.
ახალგაზრდული ფორუმის მიზანი იყო, ახალგაზრდების მიერ თემში არსებული პრობლემების კვლევა, მათი მოგვარების გზების მოძიება და დაგეგმილი აქტივობების განხორციელება.
ფორუმის მონაწილეებმა ფასილიტატორებთან ერთად იმუშავეს ისეთ თემებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, საგზაო უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა - შეკეთება/რეაბილიტაცია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო საკითხები. ჯგუფებში მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ თემში და სკოლაში არსებულ პრობლემების შესახებ, იმსჯელეს მათი მოგვარების გზების შესახებ და გაწერეს სამუშაო გეგმა. ფორუმის დასასრულს მოსწავლეებმა გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაციები.
ფორუმს დაესწრო ორგანიზაცია PH Intarneational-ის წარმომადგენელი, რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი პროგრამაში "მომავლის თაობა" - თამარ ფრუიძე. მან მოსწავლეებს წარმატებები უსურვა პროგრამაში "მომავლის თაობა" მონაწილეობაში.
პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო 29 მოსწავლე და 15 პედაგოგი, ღონისძიება გაშუქდა მარნეულის ტელევიზიის საინფორმაციო ქართულ და აზერბაიჯანულენოვან გამოშვებაში. სიუჟეტი
No comments:
Post a Comment