10 თებერვალს სიქამ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ქვემო ქართლის რეგიონის სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. პროგრამა "მომავლის თაობის " ფარგლებში სიქამ ორგანიზება გაუკეთა ესეების კონკურსს ოჯახური ძალადობის თემაზე. მოსწავლეები მიერ გამოგზავნილი თემები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ეკატერინე ფავლენიშვილი - საიას რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელი, ლიანა ჩარკვიანი - რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი, სოფო ხუციშვილი - რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი. ჟიურის მიერ საუკეთესო ნაშრომად დასახელდა ბოგვის საჯარო სკოლისა და რუსთავის კერძო სკოლა "რეცას" მოსწავლეების ესეები. კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს კი - სიგელები და წიგნები. პროგრამა "მომავლის თაობა" -ს ფარგლებში სიქა კიდევ მრავალ აქტივობებს გეგმავს პროგრამაში ჩართული სკოლებისათვის. პროგრამა ხორციელდება USAID დაფინანსებით, PH International ახორციელებს პროგრამას საქართველოს მასშტაბით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანზიაციას ქვემო ქართლის რეგიონში.
No comments:
Post a Comment