19 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო მოსწავლეების შეხვედრა ქალთა
უფლებების დამცველთან ლეილა სულეიმანოვასთან. შეხვედრა გაიმართა მარნეულის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროგრამა „მომავლის
თაობის“
სამიზნე
სკოლების
უფროსკლასელმა მოსწავლეებმა გარდაბნის,
ბოლნისისა
და
მარნეულის
მუციპალიტეტის
აზერბაიჯანული
სკოლებიდან.
მოსწავლეებთან აქტიური დისკუსია გაიმართა აზერბაიჯანულ თემში არსებულ
ქალთა
პრობლემებსა
და
დისკრიმინაციის
შემთხვევებზე,
ნაადრევი
ქორწინების
უარყოფით
მხარეებზე.
მოსწავლეებმა ჯგუფებში განიხილეს
ქალთა
უფლებების
დარღვევის
კონკრეტული
მაგალითები.
პრეზენტაციების
სახით
წარმოადგინეს
ქალთა
უფლებების
დაცვის
შესაძლებლობები.
აზერბაიჯანელ ქალთა უფლებების დამცველთან შეხვედრისა და ნახატების კონკურსის მიზანი იყო ოჯახური ძალადობის, ქალთა დისკრიმინაციისა და ნაადრევი
ქორწინების
შესახებ
ქვემო
ქართლის
აზერბაიჯანულ
თემში
ცნობიერების
ამაღლების
ხელშეწყობა.
შეხვედრას დაესწრო გარდაბნის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სკოლებიდან 35 მოსწავლე
და
9 სამოქალაქო
განათლების
პედაგოგი.
No comments:
Post a Comment