"მომავლის თაობა" პროგრამის ფარგლებში, 25 თებერვალს, სიქას ორგანიზებით სკოლა
„რუსთველის“ X კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა შეხვედრა
ბულინგის
თემაზე.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ბულინგის შესახებ და საქართველოში
ამ მხრივ სიტუაციის ანალიზი. სიქა-ს მოხალისემ, მარიამ გოგუაძემ და ნიკა გაბათაშვილმა
მოსწავლეებს პრეზენტაცია წარუდგინეს ბულინგის თემაზე. გაიმართა დისკუსია მოსწავლეებს
შორის ძალადობის ამ სახეობის შესახებ, არის თუ არა სკოლაში მოსწავლეების მხრიდან აგრესიული
და ნეგატიური ქცევა თანატოლთა მიმართ, რომელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორი შეიძლება
აღქმული იქნას ბულინგად, რატომ ხდებიან ბავშვები მოძალადეები.
შეხვედრის
დასასრულს
მოეწყო
ვიდეო
ჩვენება-დისკუსია.
ტრენერებმა
მოსწავლეებს გაუზიარეს ბულინგთან
ბრძოლის
მსოფლიოში
აპრობირებული
მეთოდები.
No comments:
Post a Comment