Monday, March 28, 2016

ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში ქვემო სარალისა და შაუმიანის #2 საჯარო სკოლების გუნდებს შორის


25 მარტს სიქას ორგანიზებით მოეწყო მულტიკულტურული სპორტული აქტივობა - ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების შაუმიანის და ქვემო სარალის საჯარო სკოლების საფეხბურთო გუნდებს შორის. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ერთმანეთს ქვემო სარალის საფეხბურთო სტადიონზე შეხვდნენ. აქტივობა მოეწყო სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. მონაწილეებს გადაეცათ პროგრამის მაისურები და კალენდრები.
საფეხბურთო მატჩს დაესწრო შაუმიანის და ქვემო სარალის თემის წევრები. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის ახალგაზრდების დაახლოებას.

No comments:

Post a Comment