Thursday, March 10, 2016

შეხვედრა წარმატებულ აზერბაიჯანელ ქალებთან

9 მარტს  სიქას ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრის ოფისში  პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში  ჩატარდა შეხვედრა  წარმატებულ აზერბაიჯანელ ქალებთან: მარნეულის დემოკრატიული ცენტრის თანამშრომელთან - ნილუფერ კურბანოვასა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრ თურაჯ იბრაგიმოვასთან.
 შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბების წევრი  აქტიური გოგონები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების:  ყულარის, ქვემო სარალის, თაქალოს, კირაჩმუღანლოს, კაჩაგანის #1 და კაჩაგანის # 2 საჯარო სკოლებიდან. 
სტუმრებმა ისაუბრეს ქალის როლზე საზოგადოებაში, გაუზიარეს მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება, გაიხსენეს ცნობილი ქალები საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიიდან, ისაუბრეს განათლების მიღების,  კარიერის აწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მონაწილე გოგონებმა გუნდებში მუშაობის შემდეგ წარმოადგინეს პრეზენტაციები, რას ნიშნავს იყო ქალი, რა სირთულეების წინაშე დგას დღესდღეობით მათ თემში ქალი, რა არის ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე ისაუბრეს მათ მომავალ გეგმებზე, სავარაუდო პროფესიებზე, რომლის არჩევაც სურთ და გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები.
შეხვედრა აზერბაიჯანულ ენაზე ჩატარდა. ჩართულობის დონე ძალიან მაღალი იყო, გოგონები სტუმრებს მრავალ შეკითხვას უსვამდნენ და საკუთარ აზრებსაც თამამად, აქტიურად გამოხატავდნენ. შეხვედრა  გოგონებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. 
სიქას გუნდის სახელით მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს თანამშრომლობისთვის. ფოტოალბომი 

No comments:

Post a Comment