Wednesday, December 28, 2016

სიქას გერმანელი მოხალისეების ვიზიტი კირაჩმუღანლოს სკოლაში


23 დეკემბერს პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს სიქას გერმანელი მოხალისეები: კატალინა ვორთმენი, ანიკა გიუნთერი და ჰიკარუ ული ეწვივნენ. 
სტუმრებმა კიღაჩმუღანლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის გააკეთეს პრეზენტაცია, რომლითაც გააცნეს გერმანიაში შობისა და ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია. მოხალისეებმა სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარეს პატარა ვორკშოფიც, ასწავლეს საახალწლო მისალოცი ბარათის დამზადება. კლუბის წევრებმა მათ მიერ შექმნილ ბარათებში ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე დაწერეს ახალი წლის მისალოცი ტექსტები. მოგვიანებით კლუბის წევრები მისალოც ბარათებს მათი სოფლისა და თემის მარტოხელა მაცხოვრებლებს გადასცემენ.
სტუმრებმა შეხვედრა მხიარული გერმანული საშობაო სიმღერით დაასრულეს, მოსწავლეებმა კი მათ მადლობა გადაუხადეს სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისთვის.

No comments:

Post a Comment