Wednesday, December 7, 2016

ტრენინგ-კურსის მონაწილეთა შერჩევა

პროექტის დასახელება: თბილისში ახალგაზრდა ტრენერების მომზადება და ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის ამოქმედება. 
პროექტი დაფინანსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ. მხარდამჭერი DVV International საქართველო.

მომწოდებელი: სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
გამოქვეყნდა: 7 დეკემბერს / ბოლო ვადა 18 დეკემბერი:

პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი დაფინანსებულ ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებისთვის (მაქსიმალური ასაკი 29 წ.): “ტრენინგი ტრენერების მოსამზადებლად” პირველი და მეორე დონე.

ტრენინგ-კურსის მიზანია: სხვადასხვა სფეროში გაცნობიერებული ახალგაზრდების მომზადება ტრენერებად, რომ ამ სფეროში შეძლონ ტრენინგის (არაფორმალური განათლების ინსტრუმენტის) დაგეგმვა და ჩატარება.
ახალგაზრდა სპეციალისტები (მაგალითად სფეროებიდან: სამართალი, ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, ახალგაზრდული საქმიანობა, სპორტის მენეჯმენტი, ზოგადი მენეჯმენტი, მეწარმეობა, მოხალისეობა და სხვ.) მომმზადდებიან როგორც ტრენერები, რომლებსაც შეეძლებათ ამ სფეროში არსებული საკუთარი გამოცდილება სტრუქტურულად დაგეგმონ, მოამზადონ და გადასცენ სხვა ადამიანებს, ანუ ჩაატარონ ტრენინგი.

მონაწილეებს ეცოდინებათ:
რა არის ტრენინგის არსი და დანიშნულება,
რას ნიშნავს კომპეტენცია (ევროკავშირის ჩარჩოს შესაბამისად)
საკვანძო კომპეტენციების ჩარჩო (მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისთვის);
ტრენინგისა და სესიის დიზაინის ფორმები.

მონაწილეები შეძლებენ:
განასხვავონ ტრენინგი სხვა სასწავლო აქტივობისაგან;
შეისწავლონ ტრენინგის საჭიროება;
დაგეგმონ ტრენინგი სესიების მიხედვით;
დასახონ სასწავლო მიზანი (ცოდნის უნარისა და დამოკიდებულების შესაბამისად);
შეარჩიონ შესაბამისი აქტივობები;
განასხვავონ კომპეტენციები სეგმენტების (ცოდნა, უნარი, დამოკიდებულებები) მიხედვით;
მოამზადონ და ჩაატარონ სასწავლო პრეზენტაცია/მინი-ტრენინგი

ტრენერები სიქას დამფუძნებლები, საერთაშორისო ტრენერები:
პავლე თვალიაშვილი და თეა ლობჟანიძე
ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა:
ტრენინგები იქნება ორ ეტაპად,
პირველ ეტაპზე 2016 წლის დეკემბერში იქნება 2-დღიანი სასწავლო კურსი. თითოეული დღე 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

მონაწილეებს ექნებათ შუალედი (2-3 კვირა) დავალების შესრულებისთვის. რის შემდეგაც 2017 წლის იანვარში კიდევ ერთი ეტაპი (2 დღე) ჩაუტარდებათ
შუალედში მონაწილეები შეასრულებენ საშინაო დავალებას: ჩაატარებენ საცდელ ტრენინგებს.

მონაწილეთა რაოდენობა: 4 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფში 15 მონაწილე სულ 60 მონაწილე გაივლის სასწავლო კურსს

მონაწილეთა შერჩევა:I ეტაპი - გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი სადაც გამოჩნდება, რა სფეროში გაქვთ გამოცდილება, რომელ ჯგუფთან შეგიძლიათ მუშაობა და რატომ გინდათ ტრენერების მოსამზადებელ პროგრამაში მონაწილეობა.
CV და მოტივაციის წერილი გამოგზავნეთ მისამართზე: tb.trainers.ge@gmail.com
SUBJECT ხაზში მიუთითეთ ტრენინგი ახალგაზრდა ტრენერებისთვის
II ეტაპი - გასაუბრება (დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს)
III ეტაპი: შერჩეული კანდიდატები მოწვეულები იქნებიან ტრენინგზე.

კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მონაწილეები დარეგისტრირდებიან სპეციალურ ტრენერთა პორტალზე, რაც გაუადვილებთ მათ მიიღონ დაკვეთები და დასაქმდნენ ტრენერად.

საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ განცხადების გამოქვეყნებითნავე!
განაცხადების მიღების დასრულების ვადაა 18 დეკემბერი 20:00 სთ.

ტრენინგების დაგეგმილი განრიგი: 
პირველი ეტაპი: 19-20 დეკემბერი (I-II ჯგუფები პარალელურად), 26-27 დეკემბერი (III ჯგუფი) 9-10 იანვარი (IV ჯგუფი)

მეორე ეტაპი : 11-12 იანვარი (I-II ჯგუფები პარალელურად), 16-17 იანვარი (III ჯგუფი) 1-2 თებერვალი (IV ჯგუფი)

გისურვებთ წარმატებებს!

სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია არის არაკომერციული იურიდიული პირი, საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მოქმედებს საქართველოსა და საქართველოს საზღვრებს გარეთ.

მისამართი: თბილისი, ბახტრიონის ქ. # 7ა, ოთახი 3;
საკონტაქტო ინფორმაცია: 595368368; 599556234
tb.trainers.ge@gmail.com

No comments:

Post a Comment