სიქა-ს გუნდი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 24-25 დეკემბერს ორგანიზებულ საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმში. სიქა-ს წევრები ფასილიტაციას უწევდნენ ფორუმზე განხილულ არაფორმალური განათლების კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის განხილვას მცირე ჯგუფებში, რომლებშიც გადანაწილდა ფორუმის მონაწილე 173 ორგანიზაცია. სიქას ახალგაზრდა წევრები მოხალისეობრივად ეხმარებოდნენ ფორუმის ორგანიზატორებს ფორუმის მუშაობის წარმართვაში. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმის ორგანიზატორებია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადემია. სიქა ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტნიორი ორგანიზაციაა.
No comments:
Post a Comment