სიქა-ს ორგანიზებით 13 ნოემბერს, ქესალოს, ვახტანგისისა და გარდაბნის არაქართული სკოლების 20 მოსწავლე და 3 მასწავლებელი იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის იუსტიციის სახლს ეწვივნენ.
ნოტარიატისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ სტუმრებს სამინისტროს დეპარტამენტები და სასწავლო ცენტრი დაათვალიერებინა. მოსწავლეები გაეცნენ სამინისტროს ახალგაზრდულ პროექტებს, დასაქმების პერსპექტივას. ყველაზე მეტად კი სტაჟირების სისტემით დაინტერესდნენ, რომელსაც სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტი ახორციელებს. მათმა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა სამომავლოდ ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში.