Wednesday, August 27, 2014

სიქა-ს თურქმა მოხალისეებმა ინტერკულტურული დღე აღნიშნეს

სიქა-ს თურქმა მოხალისეებმა მიჰრიბან ილმაზმა და ფიგენ ვურალმა 18 აგვისტოს სიქაში აღნიშნეს თურქეთის ინტერკულტურული დღე. ღონისძიებას დაესწრნენ რუსთაველი ახალგაზრდები. თურქმა მოხალისეებმა წარმოადგინეს თურქული ცეკვები და შემდეგ ქართველ ახალგაზდებთან ერთად შეასრულეს თურქული ინტერნაციონალური ცეკვა. ინტერკულტურულ დღეს ასევე მოხდა თურქეთის ისტორიის, კულტურისა და სამზარეულოს გაცნობა.

ღონისძიების მიზანი იყო თურქი თანატოლების მიერ ქართველი ახალგაზრდების ინფორმირება თურქეთის კულტურისა და ისტორიის შესახებ. 

Friday, August 15, 2014

სიქა-ს თურქი EVS- ევროპული მოხალისეობრივი სერვისის მოხალისეები უძღვებიან თურქული ენის შემსწავლელ კურსს

13 აგვისტოს სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ოფისში მოეწყო თურქული ენის შემსწავლელი არაფორმალური გაკვეთილი, რომელსაც თურქი EVS- ევროპული მოხალისეობრივი სერვისის მოხალისეები უძღვებოდნენ.
გაკვეთილის მიზანი იყო თურქული ენის შესწავლა ან გახსენება რუსთაველი ახალგაზრდებისთვის, მეთოდად გამოყენებული იქნა არაფორმალური ინსტრუმენტები როგორიც იყო კულტურული განსხვავებები, სიმღერა და თამაშები.
კურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია . რუსთავის ახალგაზრდებში.
მსგავსი გაკვეთილები მოეწყობა ყოველ ოთხშაბათს სიქა- ოფისში შარტავას #4-ის მიმდებარე ტერიტორია .რუსთავი. დასაწყისი 17:00სთ.

სიქა-მ მონაწილეობა მიიღო პროგრამა „არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაუმჯობესება“-ს შემაჯამებელი შეხვედრაში

16-17ივლისს ლოპოტაზე მოეწყო პროგრამა „არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაუმჯობესება“-ს შემაჯამებელი შეხვედრა, ღონისძიებაში პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები და საპარალამენტო კომიტეტების თანამშრომლები. სიქა-ს წარმომადგენლებმა პროგრამის მონაწილე სხვა ორგანიზაციების წევრებთან ერთად გააკეთეს პრეზენტაცია პროგრამის ფარგლებში სიქა-ს მიერ შემუშავებულ კვლევის პროექტზე, რომელიც ასახავდა საგრანტო პროექტებში მონაწილეობის გავლენას ახალგაზრდებში სამეწარმეო და თვითინიციატივის უნარების გაზრდაზე. 
პროგრამა განახორციელა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია ესექსის უნივერსიტეტი, ტომსონ როიტერის ფონდი და საია.