სიქა
EMT-სთან თანამშრომლობით გთავაზობთ „მომავალ
ლიდერთა ტრენინგ-კურსს“, რომლის მიზანია მოზარდებმა ადრეული ასაკიდან დაიწყონ ტოპ-მენეჯერის/ლიდერის
უნარების შეძენა. არაფორმალური განათლების
მეთოდებით მონაწილეები საკუთარ თავზე გამოცდიან სხვადასხვა გამოწვევებს/სიტუაციებს
და თვითონ გამოაქვთ დასკვნები. ტრენინგ-კურსი ხელს უწყობს მოზარდის მიმღებლობის გაზრდას
და ურთიერთობის გაუმჯობესებას თანატოლებთან. კურსი წლებია მიმდინარეობს თბილისში
EMT განათლებისა და მართვის გუნდში
და ახლა უკვე რუსთავშიცაა ხელმისაწვდომი სპეციალურ ფასად.
მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსი მოიცავს 12 შეხვედრას, შემდეგი თემებით:
1. გაცნობა-ჯგუფური
შეთანხმება;
2. ყინულის
დნობა, ჯგუფის შეკვრა;
3. ტოლერანტობა/პატივისცემა;
4. ეფექტური
კომუნიკაცია;
5. გუნდურობა;
6. ლიდერობა;
7. სტერეოტიპები;
8. კულტურული
მრავალფეროვნება;
9. შემოქმედებითობა;
10. პასუხისმგებლობა;
11. პრეზენტაციის
უნარები;
12. ლოგიკური
აზროვნება/დაკვირვება
კურსის დახურვა.
თითოეული ტრენინგის
ხანგრძლივობაა 2 საათი.
ტრენინგ-კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ მოსწავლეებს
შემდეგ 2 ასაკობრივ კატეოგორიაში:
· 9-დან
12- წლამდე, კვირას, 13:30 -15:30 სთ.
· 13დან
17 -წლამდე, კვირას, 16:00 - 18:00 სთ.
ტრენინგ-კურსის
დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ღირებულება რუსთავში: 39 ლარი თვეში
რეგისტრაცია გაგრძელდება 6 ოქტომბრამდე. რეგისტრაციის
ვადის დასრულების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს მითითებულ ნომერზე დაუკავშირდება სიქა-ს
წარმომადგენელი.
კურსი დაიწყება 8 ოქტომბრიდან.