Thursday, July 18, 2019

დღის ბანაკი გოგონებისთვის “GoGo Daycamp”

16 ივლისს სიქაში ჩატარდა ინგლისურენოვანი დღის ბანაკი გოგონებისთვის “GoGo Daycamp”. მონაწილეებმა ინტერაქტიული აქტივობებით განიხილეს ქალთა უფლებები, გენდერული როლები, ძლიერი ქალების მაგალითები მსოფლიოში. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, მონაწილეებმა დრო საინტერესოდ და სახალისოდ გაატარეს. შეხვედრას უძღვებოდნენ გერმანელი მოხალისეები ემი და იელნა.

Monday, July 1, 2019

სიქა-ს "მომავალ ლიდერთა კლუბის" სეზონის დახურვა

 29 ივნისს სიქაში შედგა "ერთწლიანი მრავალპროფილიანი პროგრამა მომავალი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის" ბოლო შეხვედრა. პროგრამა დაიწყო 2018 წლის ოქტომბრიდან და მოიცავდა: 

* კონკრეტული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა-განხორციელება-შეფასებას; 
* პროექტების მართვის დროს მმართველობით პოზიციებზე ყოფნის გამოცდილების მიღება- გაანალიზებას; 
* დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება-პასუხისმგებლობას; 
* ფინანსებისა და დროის მართვას; 
* თემატური საკითხების შესწავლა-გაანალიზება-დასკვნების გაკეთებასა და საზოგადოების წინაშე წარდგენას; 
* კომუნიკაციისა და მასალების დამუშავებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენებას; 
* გარე აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას; 
* რისკების და შესაძლებლობების ანალიზს; 
* თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან; 
* დებატებისა და საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარების განვითარებას; 
* ბევრი ინტელექტუალური და გასართობი სამაგიდო ან სივრცით თამაშს, თამაშების დროს უნარების განვითარებას.

სიქა-ში სამაგიდო თამაშები გაიმართა

27-28 ივნისს სიქაში გაიმართა სამაგიდო თამაშები. რუსთაველმა ბავშვებმა სიქას გერმანელ მოხალისეებთან ერთად ითამაშეს სხვადასხვა სამაგიდო თამაში და დრო მხიარულ და სასიამოვნო გარემოში გაატარეს. ფოტო