Saturday, May 31, 2014

სიქა-ს მოხალისეები ჩაერთვნენ პროექტში "ეკოფოტო"

სიქა-ს ახალგაზრდა მოხალისეთა გუნდი მონაწილეობას ღებულობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამის „ახალგაზრდობა მოქმედებაში“ YIA (Youth In Action) პროექტში „ეკოფოტო“ – “EcoPhoto”, რომელიც მიმდინარეობს სტეფანავანში, სომხეთი, 30 მაისი-7 ივნისი. პროექტში მონაწილეობს 8 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, იტალია, უნგრეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, ბელორუსია, მოლდოვეთი) 40 ახალგაზრდა. პროექტის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც ახალგაზრდები იმსჯელებენ  გლობალურ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ გამომწვევებზე, თუ რა გავლენას ახდენს იგი ქვეყნებზე და ერთობლივად რა ინსტრუმენტები შეიძლება შეიმუშაონ ადგილობრივ თემებში ცნობიერების ამაღლებისათვის. პროექტის მიმდინარეობისას სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის მოხდება  გამოცდილების გაზიარება, ახალი ცოდნა-უნარების გამომუშავება გარემოს, წყლის და მდგრადი განვითარების საკითხებზე, რის შედეგადაც შეძლებენ ადვოკატირება გაუწიონ ადგილობრივ გარემოსდაცვით პრობლემებს. პროექტის მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ ტრენინგები და ვორკშოპები ფოტოს გადაღებასთან დაკავშირებით და დასასრულს ერევანში მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელზეც გამოვლენილი საუკეთესო ფოტოები გაზიარებული იქნება ფართო საზოგადოებისათვის.

Thursday, May 29, 2014

"სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი"-ს მესამე ნაკადი დასრულდა

27 მაისს დასრულდა სიქას მიერ ორგანიზებული "სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი"- მესამე ნაკადი. ბანაკი მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAD-ის დაფინანსებით PH International ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სიქამ 4 წლის მანძილზე უკვე მე-11 ბანაკი განახორციელა, მთლიანად ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მოსწავლემ და პედაგოგმა საქართველოს 11 რეგიონიდან.


Thursday, May 22, 2014

სიქა-მ სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მესამე ნაკადი დაიწყო

22 მაისს სიქამ სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მესამე ნაკადი დაიწყო. ბანაკში საქართველოს თერთმეტი რეგიონის 100 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ბანაკის განმავლობაში მონაწილეები სიქა- გამოცდილი ახალგაზრდული ლიდერების დახმარებით აქტიურად ჩაერთვებიან საბანაკე აქტივობებში, შეხვდებიან საინტერესო მოწვეულ სტუმრებს და სხვა.
სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი ეწყობა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში და ასევე საგაზაფხულო ბანაკის ორგანიზატორს.

Wednesday, May 21, 2014

პროგრამის საბოლოო შემაჯამებელი რეგიონული ღონისძიება

 19 მაისს რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით ჩატარდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც დაესწრო ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის პროგრამის პარტნიორის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები, ადგილობრივი მედია. შეხვედრაზე პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ ქვემო ქართლის რეგიონში - სიქამ მიმოიხილა პროგრამის ოთხწლიანი მიღწევები; რეგიონში პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ლიანა ღუღუნიშვილმა წარმოადგინა ფორუმის მუშაობის ანგარიში, წარმატებული კლუბების წევრებმა ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებსა
და ინიციატივებზე, ბლოგერებმა დამსწრეებს გაუზიარეს ბლოგების კონკურსზე მიღწეული წარმატებები. ღონისძიების დასასრულს პროგრამის ხემძღვანელი ორგანიზაციის PH International-ის წარმომადგენელმა გამოაცხადა ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული ქვემო ქართლის სკოლები და მათ წარმომოადგენლებს გადასცა სერტიფიკატები.

Monday, May 19, 2014

შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღე სიქა-მ აქციით აღნიშნა

18 მაისს შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ქ. რუსთავში, სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება. 
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო, დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება აივ ინფექციის გადაცემის და პრევენციის შესახებ, კონსულტაცია და სწრაფი ტესტირების ჩატარება. 
პირველ ეტაპზე სიქას ოფისში, მეგობრობის ქ. #12-ში ჩატარდა მინი სემინარი, რომელზეც დამსწრე მონაწილეებმაც მიიღეს საჭირო ინფორმაცია და გაიკეთეს ტესტები.
ღონისძიება გაგრძელდა ქალაქ რუსთავის მერიის წინ, სადაც სიქას მოხალისეებმა წითელი ფერის სანთლებით გამოსახეს და დაანთეს შიდსის სიმბოლო.
მოქალაქეებს დაურიგდათ წითელი ლენტები, საინფორმაციო ბუკლეტები და მანათობელი ფანრები, რომლებიც სიქას მოხალისეებთან ერთად გაუშვეს.

Wednesday, May 14, 2014

სტუმრები სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკში

12 მაისს სიქას მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს ადამიანის უფლებათა დამცველი თამარ გურჩიანი სტუმრობდა. სტუმარმა მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის - თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში; ადამიანის უფლებების ცნების წარმოშობისა და განვითარების ისტორია, ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ ამ სფეროს განვითარებაში. მონაწილეებმა მოწვეულ სტუმარს დაუსვეს კითხვები საქართველოს რეალობაში ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით აქტუალურ თემებზე.
13 მაისს სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თავჯდომარე ნინო ბესელია სტუმრობდა. -ნმა ნინომ საინტერესო ვორკშოპი ჩაატარა აქტიური მოქალაქობისა და სამოქალაქო ჩართულობის თემაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებისა და პედაგოგების აქტიური ჩართულობით. მოწვეული სტუმარი მოხიბლული დარჩა მოსწავლეთა გამოცდილებითა და მოქალაქეობრივი უნარ-ჩვევებით.

Saturday, May 10, 2014

სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი ესტუმრა

10 მაისს სიქა- მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი ესტუმრა. სტუმართან საინტერესო დიალოგი წარიმართა, ბანაკის მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრეს მრავალ აქტუალურ საკითხზე, მოქალაქეობრივ პოზიციაზე, ფასეულობებზე, დემოკრატიაზე... 
-მიხარია, რომ ასეთი კარგად მოაზროვნე და აქტიური ახალგაზრდა თაობა იზრდება. ბანაკი კარგი შანსია სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებისათვის გაეცნონ საქართველოს სხვა მხარეების ახალგაზრდების საქმიანობას, მიიღონ ცოდნა და განივითარონ საჭირო უნარ-ჩვევები. - გვითხრა შეხვედრის დასასრულს -მა ნინომ.
სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი ტარდება "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. პროგრამას USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს PH International.

სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მეორე ნაკადი დაიწყო

9 მაისს სიქა- სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მეორე ნაკადი დაიწყო. ბანაკი წყალტუბოში იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს 11 რეგიონის წარმომადგნელები. 5 დღის განმავლობაში საქართველოს რეგიონის წარმომადგენელ 90 მოსწავლესა და 11 პედაგოგს ბანაკის გუნდი საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ბანაკი ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს PH International.

ინკლუზიური განათლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი აქცია

2014 წლის 9 მაისს, რუსთავში მერიის წინ მოედანზე, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციისგანათლება ყველასათვის - საქართველოფარგლებში მოაწყო ინკლუზიური განათლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი აქცია, რომელზეც გამოიფინა რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ გამზადებული თემატური პოსტერები

Thursday, May 8, 2014

სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო ფოტო-გამოფენა

2014 წლის, 7 მაისს, „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციაგანათლება ყველასათვის - საქართველოფარგლებში, ასოციაციაანიკასთანპარტნიორობით, მოაწყო ფოტო-გამოფენა

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასოციაციაანიკასბენეფიციარების, 40-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პორტრეტები. „ანიკასორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო ფოტოსესია, რომელშიც მოხალისოებრივად მონაწილეობა მიიღო 15–მა ქართველმა პროფესიონალმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა
გამოფენისთვის ფოტოები გადაარჩია გურამ წიბახაშვილმა
ფოტოები საგამოფენო სივრცეში 7 მაისს სრული დღის განმავლობაში იყო გამოფენილი. გამოფენა მოინახულეს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების წევრებმა, თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და სხვა. დღის განმავლობაში გამოფენა 400-ზე მეტმა ადამიანმა ინახულა
აღსანიშნავია, რომ გამოფენას ასევე მასპინძლობდნენანიკასბენეფიციარები, ფოტოსესიის მონაწილე შშმ პირები, რომლებიც ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ გამოფენით, სიამოვნებითა და სიხარულით უჩვენებდნენ მნახველებს თავიანთ ფოტოებს. ფოტოგამოფენით დიდი კმაყოფილება გამოხატეს შშმ პირთა მშობლებმაც და ოჯახის წევრებმაც.

- ფოტოგრაფებმა არაჩვეულებრივი ხედვა გამოავლინეს, ამასაც განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა, რომ ის პიროვნული მხარე რომელიც ყველაზე საყვარელია, ყველაზე კარგი და ლამაზია, ამ ბავშვებთან იპოვო . ძალიან კმაყოფილი ვარ, მე ყველა სურათი ძალიან მომეწონა. - გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა.
- ძალიან კარგი გამოფენაა, ძალიან თბილი, აი ისეთი - გულიდან წამოსული. თითოეული ფოტოგრაფი მუშაობდა გულით. ძალიან კარგი იყო ფოტოგადაღების პროცესი და კიდევ უკეთესია გამოფენა. მე ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად ჩავრთოთ საზოგადოებაში და უფრო მეტად გავულამაზოთ ცხოვრება. - აღნიშნა ირაკლი სეფერთელაძემ (შშმ პირი).

Monday, May 5, 2014

სიქა-მ მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო რბენაში "Wings for Life World Run"

2014 წლის 4 მაისს მოეწყო მსოფლიო რბენა Wings for Life World Run, რომელშიც საქართველოც ჩაერთო.  ღონისძიებაზე შემოსული თანხის 100%, მონაწილეობის საფასურის ჩათვლით, შემოწირულობის სახით გადაირიცხება  Wings for Life ზურგის ტვინის კვლევით ფონდს. კახეთში მოეწყო მასობრივი რბენა, რომელშიც სიქა-მაც მიიღო მონაწილეობა და თავისი წვლილი შეიტანა ამ საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაში.

Friday, May 2, 2014

სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადი სიქა-მ წარმატებით დაასრულა

1 მაისს წარმატებით დასრულდა სიქა- მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადი. ბანაკში მონაწილე საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა სახალისო საბანაკე ცხოვრებასთან შერწყმული ტრენინგებისა და საინტერესო მოწვეულ სტუმრებთან დისკუსიების ფონზე შექმნეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე გათვლილი პროექტები. მაისის თვეში ბანაკის კიდევ ორი ნაკადი იგეგმება. სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც USAID -ის დაფინანსებით PH International -ის მიერ ხორციელდება.