19-26 აპრილის ჩათვლით ბელარუსიაში ქალაქ მინსკში ჩატარდა ტრენინგი "Gaming Factory: Learning by Playing". ტრენინგის ძირითადი თემა იყო თამაშები, თამაშების პრინციპები, მათი გამოყენება სხვადასხვა ჯგუფებში, ზოგადად გასართობი თამაშები, ჯგუფური თამაშები, და ა.შ. ტრენინგი აგრეთვე მოიცავდა პრეზენტაციებს ისეთ თემებზე როგორებიცაა: „Youth in Action”, Formal learning, Non formal learning, Informal learning, დებატების სესია ევროკავშირთან დაკავშირებით. მონაწილე ქვეყნები იყვნენ:საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსია, მაკედონია, ჩეხეთი, ჰოლანდია, შოტლანდია, ლიტვა, ესტონეთი. სიქა-ს სახელით ტრენინგს ესწრებოდა ჩვენი ერთერთი აქტიური მოხალისე ლევან გორგაძე.
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Tuesday, April 30, 2013
ახალგაზრდული ფორუმის პირველი ეტაპი მარნეულში
2013 წლის 25 აპრილს , სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმის პირველი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მარნეულის, ბოლნისის, წალკის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების სამიზნე სკოლების 78 -მა მოსწავლემ და პედაგოგმა. მონაწილეთა შორის 40 ფორუმის დელეგატი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გახლდათ (20 აზერბაიჯანელი, 1 ბერძენი და 19 სომეხი ეროვნებისა).
ფორუმის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების მიხედვით თემში არსებული ყველაზე აქტუალური პრობლემების გამოვლენა, პრობლემების მოგვარების გზებზე მუშაობა და სხვადასხვა სტრუქტურებიდან და გადაწყვეტილების მიმღებ პირთაგან მხარდაჭერის მოპოვება. ხუთმა სამუშაო ჯგუფმა სხვადასხვა სფეროში გამოავლინა თემში არსებული საჭიროებები, ფორუმის განმავლობაშ დაიწერა 5 პროექტი გარემოს დაცვის, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის, ძალადობის, საგზაო ინფრასტრუქტურისა , ახალგაზრდების თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით. ფორუმს ეწვივნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ბიზნესისა და ადგილობრივი არასამთავრობო სტრუქტურების წარმოამდგენლები, რომლებმაც მოიწონეს და მხარი დაუჭირეს ახალგაზრდების ინიციატივებს. ფორუმის დელეგატებმა შეიმუშავეს ინიციატივების განხორციელებისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რათა მაისი თვეში შეძლონ წარმატებით განახორციელონ საპროექტო ინიციატივები.
სიქა ქვემო ქართლის რეგიონში ახალაგაზრდული ფორუმის მეორე ეტაპს 27 აპრილს გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.
შეხვედრა გოჩა ტყეშელაშვილთან
16.04.2013 რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით შედგა შეხვედრა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა (გადაცემა ეტალონის წამყვანი) და სამოქალაქო განათლების კლუბების წევრთა შორის. სტუმარმა შეხვედრა დაიწყო შემდეგი სიტყვებით „მე არ მინდა, ეს შეხვედრა ჩატარდეს მხოლოდ შეხვედრისთვის“. მთავარი აქცენტი გაკეთდა ადამიანის მოტივაციის მიზეზებსა და შედეგებზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. სტუმარმა აუდიტორიას გაუზიარა გადაცემის შექმნის გამოცდილება.
შეხვედრამ ძალიან საინტერსოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, რაზეც მეტყველებს მონაწილეთა უკუკავშირი.
კითხვაზე „დამისახელეთ ერთი რამ, რაც გასწავლათ დღევანდელმა შეხვედრამ?“ მონაწილეებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
პაატა ცაბუტაშვილი რუსთავის #12 სკოლა - „ვისწავლე, რომ არ უნდა დავნებდე და გავუმკლავდე სირთულეებს მიზნის მისაღწევად“.
ლუკა გელაშვილი რუსთავის #22 სკოლა - „აზრის გამოხატვის კომპლექსი არ უნდა გქონდეს“.
ლიკა ცხოვრებაშვილი რუსთავის #9 სკოლა - „მასწავლა, როგორ დავგეგმო ჩემი ცხოვრების ეტაპები“.
ნათია გელხვიძე რუსთავის #26 სკოლა - „რწმენა და თავდაჯერებულობა იმისთვის, რომ წარმატებული იყო“.
მარიამ ცქიტიშვილი რუსთავის #24 - „გამოცდა არ არის დაბრკოლება, ის არის ბიძგი წინსვლისკენ“.
შეხვედრა მოეწყო „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლში სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია კვლავ აგრძელებს საინტერესო სტუმრების მოწვევას სამოქალაქო კლუბების წევრებთან შესახვედრად.
ტრენინგი "ინფექციური დაავადებების გადამდები გზები და პრევენცია"
29 მარტს სიქა-ს ორგანიზებით რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ინფექციური დაავადებების გადამდები გზები და პრევენცია“, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება ჰეპატიტის სახეობების შესახებ, დაავადების რისკებზე და თავდაცვის გზებზე. ტრენინგს, რომელსაც ორგანიზაცია „ინდიგოს“ წარმომადგენლები ნაია იობაშვილი და თამარ დემეტრაშვილი ატარებდნენ, დაესწრო „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ სამიზნე რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 20 წევრი. თავდაპირველად ტრენინგის მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი და ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად ფლობდნენ ინფორმაციას ინფექციური დაავადებების შესახებ, რის შემდეგ „ინდიგოს“ წარმომადგენლები ამავე თემაზე პრეზენტაციით წარსდგნენ მოსწავლეების წინაშე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამოქალაქო კლუბების წევრებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. შეხვედრის ბოლოს ტრენინგის შეჯამების მიზნით მოსწავლეებმა შეავსეს მეორე კითხვარი, რომელშიც აისახა, თუ რამდენად გაიზარდა მათი ინფორმირებულობა ინფექციური დაავადებებთან დაკავშირებით.
„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში სიქა აგრძელებს მსგავსი ტრენინგების ჩატარებას მოსწავლეთათვის, რაც ემსახურება მოზარდების ცნობიერების ამაღლებას.
რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები სტუმრად რუსთავის მერიაში
27 მარტს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე რუსთავის 9 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების 13 წევრი რუსთავის მერიას ესტუმრა. შეხვედრა ორგანიზებული იყო სიქას მიერ, რომელიც წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლში. მოსწავლეებს შეხვდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კახა ბარათაშვილი.
შეხვედრის მთავარი თემა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სამომავლო პროექტების მიმოხილვა იყო.
შეხვედრამდე მოსწავლეებმა თემში ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რამდენად ფლობდა მოსახლეობა ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შესახებ და წინდაწინ უნდა იყოს თუ არა ინფორმირებული ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ცვლილებების შესახებ.
მერიაში შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა კახა ბარათაშვილს გააცნეს გამოკითხვის შედეგები, რის შემდეგაც დასვეს კითხვები, რომლებიც შეეხებოდა შეჩერებულ პროექტებს, მიმდინარე წლის ქალაქის ბიუჯეტში გაწერილ პრიორიტეტებს და რუსთავში არსებულ კონკრეტულ პრობლემებს. კახა ბარათაშვილმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა დასმულ შეკითხვას.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა გამოთქვეს ინიციატივა, თვითმმართველობას დაეხმარონ მოსახლეობის დროულად ინფორმირმირებაში ქალაქში დაგეგმილი მშენებლობების შესახებ, რათა თემმა შეძლოს დაგეგმვის პროცესში თავისი წვლილის შეტანა.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს აქტიურობისათვის. მან მზაობა გამოთქვა, მათთან ერთად განიხილოს ინიციატივები და იმსჯელოს არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე.
"წარმატებული შეხვედრა იყო, რადგან მივიღეთ პასუხები ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვაზე. თუმცა ინფორმაცია რაც მივიღე, არცთუ ისე სასიამოვნო იყო, მაგრამ კარგია რომ თანახმანი არიან შეხვედრებზე და თანამშრომლობაზე. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მსგავსი შეხვედრები და უფრო აქტიურად "- განაცხადა შეხვედრის შემდეგ რუსთავის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ანი სანაიამ.
"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა", რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "PH International" და აფინანსებს USAID, ეხმარება მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად.
Wednesday, April 10, 2013
კლუბმა "სიქა-მოგზაური" მესამე სეზონი წარმატებით დაასრულა
ამა წლის 6 აპრილს, კლუბმა "სიქა–მოგზაური" წარმატებით დაასრულა მისი მესამე სეზონი. კლუბის დახურვა გაიმართა , თბილისში, სიქა–ს პარტნიორ ორგანიზაციაში ''განათლებისა და მართვის გუნდი (EMT)''. მონაწილეებმა შეაჯამეს გასული 2 თვის მუშაობა. საღამოს ბოლოს კლუბის წევრები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
კლუბის მუშაობას განაახლებს შემოდგომაზე, სექტემბრის თვიდან.
კლუბის მუშაობას განაახლებს შემოდგომაზე, სექტემბრის თვიდან.
ჟურნალისტთა კლუბის მე-3 სეზონი იწყება
სიქაში ჟურნალისტთა კლუბის მე-3 სეზონი იწყება. კლუბი ახალი მოდულით და საინტერესო თემებით მსურველებს ელის. აპლიკაციის მიღება დაიწყო!
აპლიკაციის ფორმა
აპლიკაციის ფორმა
Tuesday, April 2, 2013
ტრენინგი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ
30 მარტს სიქას მოხალისეებმა მარი გოგუაძემ და ნათია შუკაკიძემ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩაატარეს შეხვედრა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, სამდღიანი ტრენინგზე დაყრდნობით, რომელიც მათ ქობულეთში მსოფლიო ბანკისა და "ახალგაზრდული ხმების" ორგანიზებით ჩაუტარდათ. შეხვედრას ესწრებოდნენ მონაწილეები სიქა-ს კლუბიდან "უნარები პროფესიული წარმატებისთვის". ტრენინგი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, იყო დატვირთული როგორც ინფორმაციულად, ისე სხვადასხვა აქტივობებით, ვიდეო ჩვენებითა და დისკუსიით. მონაწილეებმა მეტი გაიგეს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სგგი და როგორ ავიცილოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. მონაწილეები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, რამაც ძალიან შეუწყო ხელი ტრენინგის საინტერესოდ განვითარებას. უახლოეს მომავალში იგეგმება მსგავსი შეხვედრა სამოქალაქო განათლების კლუბების წევრებთანაც.
Subscribe to:
Posts (Atom)