Tuesday, July 5, 2022

შეხვედრა სტუმართან თემაზე "ევროკავშირი და საქართველო"

 

4 ივლისს სიქა-ს ოფისში "სამოქალაქო განათლების პროგრამის" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა "საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" წარმომადგენელთან ქვემო ქართლის რეგიონში ბატონ თემურ სუყაშვილთან. შეხვედრას დაესწნენ პროგრამის პარტნიორი რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები. სტუმარმა ისაუბრა ევროკავშირის ისტორიასა და ევროპულ ღირებულებებზე. შეხვედრა ინტერაქტიული გამოდგა. ბატონმა თემურმა ამომწურავად უპასუხა მოსწავლეების კითხვებს. შეხვედრის ბოლოს სტუმარმა ონლიან ვიქტორინა ჩაატარა და გამარჯვებულ მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები. შეხვედრის მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა ბროშურა "მითები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ".


"სამოქალაქო განათლების პროგრამას" USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს PH International , სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

Monday, June 27, 2022

სიქა-ს რობოლაბის გუნდმა გაიმარჯვა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის - WRO საქართველოს რეგიონულ ფინალში

სიქა-ს რობოლაბის ( https://www.facebook.com/siqarobolab/ ) გუნდმა გაიმარჯვა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის - WRO საქართველოს რეგიონულ ფინალში და ასპარეზობას მიიღებს მსოფლიოს რობოტიკის ოლიმპიადაზე, რომელიც ჩატარდება გერმანიაში შემოდგომაზე.
24 ივნისს თბილისში გაიმართა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის საქართველოს რეგიონური ფინალი 2022, რომელშიც მონაწილეობდა 21 გუნდი სამ ასაკობრივ კატეგორიაში Elementary, Junior და Senior.
სიქას რობოლაბი წარმოდგენილი იყო 3 გუნდით, 2 გუნდი კატეგორიაში Elementary და 1 – Junior. მენტორმა დავით ნამთალაშვილმა სამივე გუნდს ჩაუტარა შესაბამისი გადამზადება ev3 ტიპის რობოტთან სამუშაოდ. მოსწავლეები კარგად მოემზადდნენ და გამარჯვებასაც მიაღწიეს. გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს ოლიმპიადის ორგანიზატორებისგან გადაეცა ლეპტოპი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.

ვულოცავთ ბავშვებს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომდევნო შეჯიბებებში! 




Sunday, June 19, 2022

"სამოქალაქო განათლების პროგრამა" იწყება

"სამოქალაქო განათლების პროგრამა" ქვემო ქართლის 75 სკოლაში!
სიქა - პროგრამის პარტნიორი რეგიონში, სკოლების სამოქალაქო კლუბებთან და მოსწავლეთა თვითმმართველობებთან ერთად 5 წლის განმავლობაში მრავალ საინტერესო და თემისათვის სასარგებლო აქტივობების განხორციელებას გპირდებათ!

Access პროგრამის საზაფხულო სკოლა სიქა-ში დაიწყო

18 ინისს სიქა-ში დაიწყო "ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის" საზაფხულო სკოლა. 5 დღის განმავლობაში რუსთაველი მოსწავლეები ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში, რაც მთლიანად ორიენტირებული იქნება სასწავლო ინფორმაციის მარტივად და ახლებურად აღქმაზე. ერთი დღე დაეთმობა ექსკურსიას. English Access Microscholarship Program - Access პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International ("პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში") ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქ.რუსთავში.  

დიდი თამაში "მომავალი ლიდერების კლუბის" წევრებისთვის

2022 წლის 11 ივნისს ქ.რუსთავის "ჩიკაგოს პარკში" ჩატარდა დიდი თამაში “კამათელი”, რომელშიც მონაწილეობდნენ სიქას 2022-წლის "მომავალი ლიდერების კლუბის" წევრები. კლუბს და აქტივობას უძღვებოდნენ სიქას ახალგაზრდა ლიდერები. თამაშ “კამათელში” გუნდები ასრულებდნენ დავალებებს, რომლებსაც აძლევდათ კონკრეტული პუნქტის ლიდერი. ამ აქტივობით დაიხურა წლევანდელი “მომავალი ლიდერები”-ს კლუბი. სექტემბრიდან გელით კლუბის ახალ სეზონზე

Tuesday, May 17, 2022

სიქა-ში დაიწყო "მომავალი ლიდერების კლუბი 2022"

15 მაისს სიქაში მომავალი ლიდერების კლუბის პატარების ჯგუფმა დაიწყო ფუნქციონირება. პირველ გაცნობით შეხვედრაზე ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებო და მხიარულ აქტივობებში.

დიდი მოთხოვნის გამო დაემატება მეორე ნაკადი️. მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირებს ნომერზე 577 04 85 93 (რატი სირაძე), 558 38 81 55 (თეკლა თვალიაშვილი) და/ან დარეგისტრირდნენ ლინკზე https://docs.google.com/.../1pEHwFdyoaglK28wJ.../viewform...

"მომავალი ლიდერების კლუბი 2022" -ში კლუბში მიიღებიან 9-11 წლის ასაკის ბავშვები, მონაწილეობა უფასოა️. კლუბის წევრები დაესწრებიან შეხვედრებს, ჩატარდება აქტივობები თემებზე: მრავალფეროვნება, სტერეოტიპები, გადაწყვეტილების მიღება, კონფლიქტების მართვა, ტოლერანტობა და ა.შ. ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს. კლუბს უძღვებიან სიქას „მომავალი ლიდერები“-ს კლუბის ბოლო ნაკადის მონაწილეები (13-14 წლის ახალგაზრდები).

Friday, May 6, 2022

შეხვედრა რუსთავის #15 საჯარო სკოლის სამოქალაქო და ეკო კლუბებთან

6 მაისს სიქას წარმომადგენლები და ევროპელი მოხალისეები ეწვივნენ რუსთავის #15 საჯარო სკოლას. ისინი შეხვდნენ სამოქალაქო და ეკოკლუბის წევრებს, კლუბების მეურვებს, სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და სკოლის ადმინისტრაციას. სიქა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ მათ აუწყა „სამოქალაქო განათლების პროგრამის“ დაწყება და გააცნო პროგრამის მიზნები, განიხილა სამოქალაქო და ეკოკლუბთან სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. სიქას ევროპელმა მოხალისეებმა ისაუბრეს სასკოლო  ეკოლოგიური პროექტების განხორციელებისას მიღებულ საკუთარ გამოცდილებაზე. შეხვედრისას მოეწყო სკოლის ეკოკლუბის პრეზენტაცია. შეხვედრის ბოლოს რუსთავის #15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მე აქტიური მოქალაქის“ წევრებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს კლუბის სამუშაო სივრცე და გააცნეს ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები.