22 მაისს სიქას ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ევროკავშირი და საქართველო“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ.
შეხვედრაზე მოწვეული სტუმარი იყო „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი. ბატონმა თემურმა მოსწავლეებს გააცნო ევროკავშირის ისტორია, ორგანიზაციის მიზანი, ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობასა და მიღწეულ წარმატებებზე, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის თაობაზე. მოსწავლეებმა სტუმრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებს ბატონმა თემურმა გადასცა სამახსოვრო პრიზები.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის „მომავლის თაობა“ სამიზნე სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან.
ამ ღონისძიებით ქვემო ქართლის სკოლები უერთდებიან ევროპის დღეებს, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ ტარდება. ფოტო
No comments:
Post a Comment