29 აპრილს სიქას ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინტერესო ახალგაზრდული შეხვედრა გაიმართა. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან პროგრამა „მომავლის თაობა“-ში ჩართული სკოლების კაჩაგანის, ილმაზლოსა და დამიაგეორარხის სამოქალაქო კლუბების წევრები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და კლუბის მეურვეები მარნეულელ აქტიურ ახალგაზრდებს შაჰინ ახუნდოვსა და შურა კაბულოვს შეხვდნენ, რომლებიც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აქტიურად მუშაობდნენ მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბში „ჩვენები“. შაჰინმა და შურამ ახალბედა კლუბის წევრებს წარუდგინეს პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ, გააცნეს კლუბის მიერ განხორციელებული რამდენიმე წარმატებული პროექტი, ესაუბრნენ, თუ რა გავლენა იქონია მათზე სამოქალაქო კლუბში აქტიურობამ, გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება - თუ როგორ უნდა გააქტიურონ კლუბი, როგორ დაგეგმონ თემის საჭიროებების მოგვარებისათვის სათემო პროექტები.
No comments:
Post a Comment