Tuesday, October 19, 2021

ახალგაზრდულმა მუშაკებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგ კურსში "Pale Blue Dot"

 

სიქამ შესაძლებლობა მისცა 4 ახალგაზრდულ მუშაკს საქართველოდან მონაწილეობა მიეღო ტრენინგ კურსში „Pale Blue dot”. ტრენინგი რუმინეთის დედაქალაქში ბუქარესტში ჩატარდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდულ მუშაკებში ანტიდისკრიმინაციული უნარების განვითარებას.

Tuesday, October 12, 2021

სასწავლო ტური ვიშეგრადის ქვეყნებში

 “სიქა” სლოვაკური ორგანიზაციის “LEGEND FOTO”-ს ლიდერობით ახორციელებს პროექტს "Carpathian and Caucasian Youth Initiatives Project"

. 2021 წლის 9-19 ოქტომბერს პროექტის ფარგლებში ტარდება სასწავლო ტური ვიშეგრადის ქვეყნებში: უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი. პროექტს აფინანსებს ვიშეგრადის ფონდი. ტურის განმავლობაში პროექტის მონაწილეები ეწვევიან 4 ქვეყნის საგანმანათლებლო, პროფესიულ, სათემო, მუნიციპალურ და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, გაეცნობიან როგორ მუშაობენ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები ვიშეგრადის ქვეყნებში.

სასწავლო ტურში საქართველოდან მონაწილეობას იღებს კოლეჯ "მოდუსის" დელეგაცია დირექტორის პავლე თვალიაშვილის ხელმძღვანელობით. 11 ოქტომბერს პროექტის მონაწილეები ეწვივნენ უნგრეთში ნეირიგაზას პროფესიულ ცენტს, რომელიც აერთიანებს პროფესიული სწავლებისა და სათემო ცენტრებს; დაათვალიერეს ტექნოლოგიების ცენტრი, ინოვაციების ლაბორატორია, ელექტროობის სასწავლო სივრცე, სამკერვალო საქმის სასწავლო სახელოსნო, ხის დამუშავების საამქრო და კამპუსი. კოლეჯ "მოდუსსა" და ნეირეგაზას პროფესიულ ცენტრს შორის მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაიმართა სამუშაო შეხვედრა. მონაწილეები შეთანხმდნენ რომ განიხილავენ პროექტებს მსგავსი პროგრამების სტუდენტებისა და მასწავლებლების
მონაწილეობით.