Thursday, November 26, 2015

საერთაშორისო კონფერენცია კიევში


19 ნოემბერს სიქას აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ სამოქალაქო აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით მოწვეული ექსპერტის სტატუსით მონაწილეობა მიიღო უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „დემოკრატიული საზოგადოების განვითარების მიზნით ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები და მეთოდები“. საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა უკრაინულ-გერმანული პროექტის „ჩვენ მეტი შეგვიძლია! - უკრაინაში დემოკრატიის გაძლიერება ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.


კონფერენციაზე უკრაინის განათლების სამინისტროს, ქ. კიევის განათლების განყოფილებისა და სკოლების დირექტორებთან ერთად მოწვეული იყვნენ სამოქალაქო განათლების ექსპერტები გერმანიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.
კონფერენციაზე განიხილეს უკრაინაში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშემწყობი აქტივობები და მეზობელი ქვეყნების გამოცდილება. დიდი ინტერესი გამოიწვია ქართველი ექსპერტის ი. პაიჭაძის პრეზენტაციამ, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლება და სიქას მიერ განხორციელებული სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობები, სამოქალაქო განათლების პროგრამები.
საქართველოში სამოქალაქო განათლებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გამოცდილებამ დიდი ინტერესი გამოიწვია უკრაინელ კოლეგებში, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ერთობლივი პროექტებით გაიზიარონ ქართველი სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის მეთოდები და მიღწევები.

No comments:

Post a Comment